იმერეთი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ლოლაძის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
2022 წლის 27 მარტს, ქალაქ ქუთაისში, გიორგი ლოლაძე მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც ბენზინის ფასის ზრდას ეხებოდა. ლოლაძე ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. სასამართლო მას პოლიციის წარმომადგენლის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, რაც მტკიცებულებით არ დადასტურდა.
წყარო: www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)