თბილისი. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვან საქართველოში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დასაქმების საჭიროების მქონე უკრაინელთა შორისაა სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლები.
ორგანიზაცია მიმართავს საქართველოში მოქმედ კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, თუკი გამოთქვამენ სურვილს დაასაქმონ კვალიფიციური კადრები უკრაინიდან, გრაფიკული დიზაინის, ილუსტრატორის, ფინანსური, ან სოციალური მედია მენეჯერის, ასევე მძღოლის, აგრონომისა თუ ეკონომისტის პოზიციებზე, მისწერონ მრავალეროვან საქართველოს მისამართზე 4ukraine@pmmg.org.ge, ან დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე 296 21 25.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ შემოგვიერთდებით ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში და საერთო ძალისხმევით შევძლებთ უკრაინელი ხალხის თანადგომას“.
გარდა ამისა, მრავალეროვანი საქართველო ორგანიზებას გაუწევს უკრაინელ დევნილთათვის ქართული ენის შემსწავლელი კურსების ფუნქციონირებას. დაინტერესებულ პირებს კი ზემოთხსენებულ ელ-ფოსტის მისამართზე შეუძლიათ მომართვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)