აჭარა. გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ციფრული პლატფორმა წარადგინა.
მისი მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ უმაღლეს საბჭოს პეტიციით ან წერილობითი განცხადებით, გააკეთონ კომენტარი კანონპროექტზე, ჩანიშნონ შეხვედრა საბჭოს წევრთან...
საქართველოს საჯარო უწყებებს შორის chaerte.sca.ge შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ყველაზე მაღალი სტანდარტით ადაპტირებული ვებ-გვერდია.
ონლაინ პლატფორმა შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)