თბილისი. სათემო განვითარების ცენტრმა (CDC), 18 მაისს,
კავკასიური სახლის საგამოფენო დარბაზში ნუკრიანის და ნაფარეულის
სახელოსნოებში–სოციალური საწარმოებში დამზადებული ნივთების გამოფენა - გაყიდვას
გამართა.
ნუკრიანისა და ნაფარეულის სახელოსნოები,
სოციალური საწარმოებია. სახელოსნოს მუშაობაში ამჟამად 15–მდე ქალია ჩართული; სათემო
განვითარების ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სახელოსნოების, როგორც სოციალური
საწარმოების გაძლიერებასა და განვითარებას, რაც ქალთა თემის გააქტიურებისა
და სოფლის განვითარებაში უფრო აქტიური მონაწილეობის წინაპირობაა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში