თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფების მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა, 22 მარტს პროკურატურამ დაზარალებულად სცნო.
ასევე, პროკურატურამ სამირა ბაირამოვას მიმართ გამოიყენა დაცვის სპეციალური ღონისძიება და მას ამ ეტაპზე საფრთე აღარ ემუქრება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დამნაშავე პირების გამოკვეთა და მათთვის ბრალის წარდგენა ამ დრომდე არ მომხდარა. ორგანიზაცია აგრძელებს სამირა ბაირამოვას უფლებების დაცვას და მოუწოდებს პროკურატურას, დროულად გამოავლინოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)