შიდა ქართლი. გორის ინვალიდთა კლუბთან არსებულმა
გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა შიდსით გარდაცვლილთა
ხსოვნის დღე აღნიშნა. ცენტრის წევრებმა
30 მოხალისესთან ერთად ქუჩაში სანთლები აანთეს,რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს
შიდსით დაავადებულებსა და მათ ახლობლებს.
აქტივობა დაიგეგმა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქრთველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში