თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: ვის სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობა.
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 3 ვაკანტური ადგილის შესავსებად 11 კანდიდატი, მათ შორის მაუწყებლის ორი ყოფილი დირექტორი იბრძვის.
სამეურვეო საბჭოს წევრებად შერჩეული უნდა იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენებისგან და ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების დროს დადებით წვლილს შეიტანენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და განვითარებაში“.
ორგანიზაცია გთავაზობთ ინფორმაციას კანდიდატების პროფესიული საქმიანობების შესახებ.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)