თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ მალხაზ თორიას სტატიას, რომელშიც წარმოდგენილია საინტერესო ანალიზი გალში მცხოვრები ქართველების მარგინალური ყოფის შესახებ ქართული და აფხაზური პერსპექტივებიდან.
„ორმაგი მარგინალიზაციის და ფუნდამენტური სტრუქტურული ძალადობის და უთანასწორობის ფონზე გალელებს თვითგამოხატვის და მით უფრო, რეზისტენტულობისთვის შესაძლებლობები და მექანიზმები არ აქვთ. ერთი მხრივ, გალელები იძულებულები არიან შეეგუონ დომინანტური ჯგუფის, აფხაზების პოლიტიკურ რეჟიმს. მათ უპირობოდ უნდა აღიარონ საკუთარ სახლებში სტუმრის სტატუსი...
მეორე მხრივ, ქართული საზოგადოებრივი კონიუნქტურაც არ ქმნის იმ სივრცეს, სადაც გალელების ხმას შეისმენენ. ამ საზოგადოებრივ ემპათიისგან მოკლებულ გარემოში, არის შემთხვევები, როდესაც გალელები ქართული საზოგადოების ყურადღებას უაღრესად დრამატული და ტრაგიკული შემთხვევებით იქცევენ“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)