თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის (TDI) ინფორმაციით, 8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში ბოშები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ქობულეთში, კახეთის სოფლებსა და გარდაბანში.
TDI-ს მიერ მომზადებულ ვიდეოში ბოშათა თემის წარმომადგენელი ელენე პროშიკიანი და სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე ყვებიან ბოშათა საჭიროებების, პრობლემების, სტიგმების დაძლევისა და მიღწევების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)