თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ქართული ფეისბუქი კრემლის „ნიუს-ფრონტის“ სამიზნეებს შორის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
ორგანიზაციის გამოძიებამ აჩვენა, რომ ყალბი ანგარიშები, „ნიუს-ფრონტის“ კრემლისტურ და ანტიდასავლურ გზავნილებთან ერთად, გამოცემა „Spacesnews • სივრცეების“ მასალებსაც ავრცელებდნენ.
„2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა საქართველოში რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ გზავნილების გავრცელებისთვის კვლავაც გამოიყენება, რომლის მიზანი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების დანაშაულების უარყოფა და უკრაინისა და დასავლური სახელმწიფოების დისკრედიტაციაა“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)