იმერეთი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში გაიმართა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)-ის პროექტის შესახებ.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერაში მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ: მათ უნდა შეეძლოთ საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა, ასევე არსებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)