აჭარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ნესტან ანანიძის ბლოგპოსტს: „ქალები აჭარაში ქონებრივი უფლების გარეშე“.
„აჭარაში არსებულ კულტურულ-სოციალური ტრადიციების მიხედვით ქალები ქონებრივ საკითხებში პრაქტიკულად უუფლებონი არიან. საინტერესოა იმის ხაზგასმა, რომ ადგილობრივი ტრადიციები იმაზე ნაკლებ უფლებას აძლევს ქალებს, ვიდრე ისლამი, ამიტომ რელიგიური ეთიკის ჩართვას ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში ჩვენს თემში შეიძლება საინტერესო პოტენციალი ჰქონდეს. ამის მიღმა არსებითია, საზოგადოების ინფორმირება ქალთა თანასწორ ქონებრივ და მემკვიდრეობით უფლებებზე და მუშაობა ქალებისთვის უფრო სამართლიანი და თანასწორი გადანაწილებისა და ღირსეული ცხოვრების რეალური პირობების შექმნაზე. ჩვენ მუსლიმი ქალები აჭარიდან ამ ცვლილებებისთვის უკვე ვორგანიზდით“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)