თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ჯანდაცვის სექტორია მიმოხილული.
„ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში ფასები მკვეთრად გაიზარდა. 2016 წელთან შედარებით 2021 წელს, მედიკამენტების ფასები +64%-ით გაიზარდა, ამბულატორიული მომსახურება +35%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევა +31%-ით. ამ დროს კი კერძო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. ბაზარზე კონკურენციის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ახალი პრეპარატების რეგისტრაცია გახადოს უფრო მოქნილი და წაახალისოს კერძო დაზღვევა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)