სამცხე–ჯავახეთი. 18–19 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა ტრენინგის პირველი ეტაპი სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისათვის. ტრენინგი მიზნად ისახავდა პრობაციის ბიუროს შესაძლებლობებისა და საჭიროებების ანალიზის ფარგლებში გამოვლენილი საკითხების შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას.
ტრენინგები პრობაციის ბიუროს თანამშრომლებისთვის ხორციელდება პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამხცხე–ჯავახეთის ეროვნული უმცირესოებების თემებში" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერით.
წყარო: „სიდას" გვერდი სოციალურ ქსელში