თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერმინისტრს და ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადებით მიმართავენ.
ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.
„მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა პროცესში. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ, კითხვარის გამოყენებით, საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება. მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: osgf.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)