თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას.
კონსტიტუციური სარჩელის მიზანია დაიცვას ტყე, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი განკერძოებისგან, რადგან ამით ირღვევა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოების ტყის რესურსზე წვდომის უფლება.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)