თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შეთანხმებისკენ მოუწოდებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევა შესაძლოა ჩიხში შევიდეს, რადგან პარლამენტში ჯერჯერობით არ ჩანს შეთანხმება ომბუდსმენის, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმცირესობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერა მოიპოვოს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეძლოს შეთანხმება ომბუდსმენისა და ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)