13 აპრილს, შიდა ქართლის ჰაბში გაიმართა პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლებსა და გორის სამოქალაქო ბიუჯეტის ახალგაზრდული კლუბის წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.
შეხვედრაზე კლუბის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კლუბის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს და კონკურსის პირობებს. სამოქალქო ბიუჯეტის კლუბის საქმიანობა ხორციელდება კონკურსის ფარგლებში და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი მოიცავს სამოქალაქო ბიუჯეტის კლუბის ჩამოყალიბებას და წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას. მეორე ეტაპზე კლუბის წევრები მიიღებენ მონაწილეობას სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის საინფორმაციო კამპანიაში და ასევე ტერიტორიულ ერთეულებში მოიკვლევენ საჭიროებებს, პროექტების წერის პროცესში მოსახლეობას გაუწევენ მენტორობას. მესამე ეტაპზე გაიმართება კონკურსი გამარჯვებული პროექტების გამოსავლენად; კონკურსისთვის წარდგენილი პროექტები უნდა ემსახურებოდეს თემში სოციალური პრობლემების მოგვარებას, ახალგაზრდული და კრეატიული იდეების განხორცილებას.
კამპანია განხორციელდება 2022 წლის აპრილ-ოქტომბერში.
კამპანია ხორციელბედა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, პროექტის – „ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება“ (მეორე ფაზა) ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ მხარდაჭერითა და გორის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)