სამცხე-ჯავახეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ახალციხეში, იაძის N12-ში, N4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟისა და ამავე მისამართზე ახალი საბავშვო ბაღის აშენების მოთხოვნით, საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა.
პეტიციას ხელს 360 ადგილობრივი აწერს.
ორგანიზაცია მოუწოდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანონით დადგენილ ვადაში განიხილოს და მხარი დაუჭიროს წარდგენილ პეტიციას, დაანგრიოს არსებული შენობა და ამავე მისამართზე ააშენოს სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)