ბრიუსელი. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბელგიის სამეფოს დედაქალაქში, ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკავშირის სტრუქტურებისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, ასოცირების დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)