იმერეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭიათურაში პოლიციის მხრიდან მოქალაქე ს.ჭ-ის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტებაზე. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქმეზე აწარმოოს ყოველმხრივი, ეფექტიანი და დროული გამოძიება.
„დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით, პატრულის მანქანა ს.ჭ-ს შეეჯახა, რაზე გაბრაზებულმაც წამოდგომისას ავტომობილს ფეხი მიარტყა. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა მისი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა. მათი განმარტებით, დაზარალებული საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების შენობის მეორე სართულიდან ვარდნის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებებით იმყოფება საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)