სამცხე-ჯავახეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ტიგრან თარზიანის ბლოგპოსტს: ფერმერი თუ „წყლის მზიდავი“? - ქალის ყოფა, ცხოვრება, გარჯა და შრომა სოფლად.
„სოფელში მცხოვრები ქალების ყოველდღიური საქმეები ასეთია: დილით პირუტყვის მოვლა-პატრონობა (ზამთარში ძირითადად მამაკაცები ასრულებენ), გათბობისთვის დღის სამყოფი შეშის ან წივის მომარაგება, სახლის დალაგება, სამზარეულო, ბავშვებზე ზრუნვა და სხვა. სოფელში, სადაც ვიყავი, არ არის სასმელი წყალი. მოსახლეობა, მეტწილად ბავშვები და ქალები, სასმელ წყალს წყაროდან ეზიდებიან. მათი მთავარი სათხოვარი ზუსტად წყლის პრობლემის მოგვარებაა. არადა ჩვენი მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებისა და ტბების რესურსებით.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბარი ნათლად გამოხატავს ადგილობრივი ჩინოვნიკების გულგრილობას და გვიჩვენებს, რომ პრიორიტეტები არასწორადაა დასახული“, ამბობს ბლოგპოსტის ავტორი.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)