თბილისი. პარტნიორ უნივერსიტეტებს საუნივერსიტეტო კურსის დამხმარე სასწავლო რესურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ გადაეცათ.
სახელმძღვანელო მომზადდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ საუნივერსიტეტო კურსის დამხმარე მეთოდურ რესურსად. აღნიშნული კურსი 7 უნივერსიტეტში 2019 წლიდან ხორციელდება.
საუნივერსიტეტო კურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)