თბილისი. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, გრძელდება ტრენინგების კურსი მეწარმეობის დაწყების მსურველთათვის. კურსის მეორე მოდულს „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ შოთა მურღულია უძღვება.
ტრენინგები ტარდება პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)