სამცხე-ჯავახეთი. ღია კარის დღეების ფარგლებში, ასოციაცია ტოლერანტმა და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, განხორციელებული, მიმდინარე პროექტები და მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
ღია კარის დღეები ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)