en
ge

ითხვისის შესახებ დასკვნაში “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა არ იკვეთება

ითხვისის შესახებ დასკვნაში “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა არ იკვეთება

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო განცხადების თანახმად, საგანგაშოა, რომ ითხვისის შესახებ გეოლოგიურ დასკვნაში „ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

დასკვნის მიხედვით, ითხვისში შექმნილი ვითარების გამომწვევ მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი სახელდება:

გასული საუკუნის სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში განხორციელებული სამთო-მოპოვებითი სამუშაოები;

რთული გეოლოგიური პირობები;

უხვი ატმოსფერული ნალექი და სეისმური ბიძგები.

„დღეს ითხვისში საცხოვრებლად უვარგისია უკვე ათამდე სახლი, ხოლო სხვები უკიდურესად ავარიულია. მეურნეობის შენარჩუნებისა და პირუტყვის მოსავლელად მოსახლეების ნაწილს ჯერაც უწევს საცხოვრებლად საშიშ ზონებში ყოველდღიურად დაბრუნება, ნაწილი კი აგრძელებს ავარიულ შენობებში, ნგრევის საფრთხის ქვეშ ცხოვრებას. უცნობია ისიც, თუ რამდენად დგას ითხვისის და ჭიათურის სხვა სოფლების მოსახლეობა მსგავსი საფრთხის წინაშე - ამ საკითხის შესწავლას სრულყოფილი, გამჭირვალე და ცოდნაზე დაფუძნებული კვლევა სჭირდება, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კი საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)