თბილისი. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა „საქართველოს მოქალაქეების განცხადება 17 მაისის მოვლენებზე". განმცხადებლები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. „მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეაფასოთ აღნიშნული ფაქტები. უმოქმედობა შესაძლოა მეტისმეტად ძვირად დაუჯდეს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოებრიობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამჟამად ვდგავართ რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე”, ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება ღიაა და ამ დროისთვის მას 6022 ხელმომწერი ჰყავს.