თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ ინტერვიუს რონალდ გრიგორ სიუნისთან: „მგრძნობადი საზოგადოებები“ და ეროვნული ნარატივები: საქართველო, რუსეთი, სომხეთი და უკრაინა.
ორგანიზაციის ცნობით, რონალდ სიუნი სომხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი, ჩიკაგოსა და მიჩიგანის უნივერსიტეტების საპატიო პროფესორია და ათწლეულების მანძილზე იკვლევდა სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ნაციონალიზმის ისტორიას.
„ქართული იდენტობის ძალიან ბევრი პოზიტიური ასპექტი არსებობს, მაგალითად, სტუმარმასპინძლობა, რომელიც არაჩვეულებრივი ტრადიციაა. ქართველები ყოველთვის ამბობენ, რომ ისინი ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და ხაზს უსვამენ, რომ ისინი ისტორიის მანძილზე ხშირად იღებდნენ უცხო სტუმრებს. მაგრამ სტუმრობა იმას ნიშნავს, რომ სტუმრებმა რაღაც ეტაპზე უნდა დატოვონ მასპინძლის სახლი. სტუმრობა იგივე არაა, რაც ნამდვილი მოქალაქეობა. ამიტომ მუდმივად იყო განცდა „ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, მაგრამ თქვენ მაინც სტუმრები ხართ. სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები ის არ ხართ, რაც ნამდვილი ქართველები არიან“. სხვა სიტყვებით, არის პოზიტიური ასპექტები საქართველოში, რისი კულტივირება, განვითარება სხვა, დადებითი, გზით შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)