აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აჭარის ფილიალი 2022 წლის პირველ მარტს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციისას დაკავებული 8 პირის ინტერესებს იცავდა.
აქცია უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ 8 პირი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმეები სხვადასხვა დროს განიხილა და მათგან 4 პირის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო, 1 პირის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო სამი პირი - დააჯარიმა“.
ამ საქმეებს ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“ ფარგლებში აწარმოებდა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)