თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, სადაც ბავშვთა უფლებებზე კოვიდ 19-ის პანდემიის ზემოქმედება და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არის შეფასებული.
კვლევის შედეგების თანახმად, პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ზომებმა დაამძიმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.
კვლევა მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და აზიის რეგიონული ოფისის (UNICEF ECARO), გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის და ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) მხარდაჭერით.
წყარო: www.ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)