კახეთი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, დედამიწის დღე ახლად გახსნილ არგოხის სოფლის განვითარებისა და პერმაკულტურის ცენტრში აღნიშნა.
ღონისძიებაზე მოეწყო ხეების დარგვისა და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კედლის მოხატვის აქცია.
დედამიწის დღე ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მისია მიზანი მთელი მსოფლიოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი მიზნების ქვეშ გაერთიანება.
2022 წლის დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე და მთავრობებს, მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, აიღონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ უდიდესი საფრთხის წინაშე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)