თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ანალიტიკოს ნინო კაპანაძის ბლოგპოსტს: „სახელმწიფო ქონების უპირობო პრივატიზაცია გრძელდება“.
ორგანიზაცია აგრძელებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაწყებული პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ შედეგების შესწავლას.
„გამოიკვეთა, რომ კვლავ ნაკლებია გაყიდული ობიექტების რაოდენობაში პირობით გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა. ეს მიანიშნებს ტენდენციაზე, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდეგ, მცირე დროის განმავლობაშიც კი, ამ ობიექტების გამოყენების ან განვითარების პერსპექტივას სახელმწიფო სრულად ემიჯნება და ეს მთლიანად შემძენის შესაძლებლობებსა თუ სურვილზე ხდება დამოკიდებული“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)