en
ge

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება 17 მაისის აქციის შესახებ

თბილისი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს განვითარებულ მოვლენეთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აღშფოთებულნი არიან 17 მაისს ზოგიერთი დემონსტრანტის მიერ გამოვლენილი სასტიკი შეუწყნარებლობისა და ძალადობის სამარცხვინო სცენებით, რომელთა მიზანი იყო სხვა დემონსტრანტებისათვის საკუთარი თავის მშვიდობიანად გამოხატვისათვის ხელის შეშლა.  ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ყოველი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ...ევროკავშირს სწამს, რომ აუცილებელია ნებისმიერ ნიადაგზე, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და შემწყნარებლობის, როგორც დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოების საფუძვლის, წახალისება", ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიცვას მის მიერ ნაკისრი ღირსებისა და უფლებების თანასწორობისა და თავისუფლების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები.
სრულად 
წყარო: eeas.europa.eu



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)