en
ge

NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

თბილისი. 10 ივლისს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. საზოგადოების განწყობა სხვადასხვა საკითხებზე NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა იკვლია. კვლევის ფარგლებში 6000–ზე მეტი ინტერვიუ ჩატარდა. კვლევა მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მოხვდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ეროვნული და ადგილობრივი პრობლემები, საქართველო–რუსეთის ურთიერთობა, მედია გარემო, ლაზიკის აშენების იდეა , ქართული დემოკრატიის და ამომრჩველთა სიის დაზუსტებისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობა და ა.შ. კვლევის თანახმად ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების სამეული ასე გამოიყურება: დასაქმება, ტეროტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. 
კვლევის საველე სამუშაოების თარიღი 4 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდია. კვლევა რამდენიმე ტალღად ჩატარდა, პრეზენტაციაში მოცემულია ბოლო ოთხი ტალღის შედეგები. NDI წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ კვლევას გამოაქვეყენებს.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)