თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: ბიძინა ივანიშვილის და მისი ნათესავების რუსული ბიზნესი.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ „ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს სანქცირებულ სანქტ-პეტერბურგის ყოფილ გუბერნატორ, „კაგებეს“ გენერალ და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირ გეორგი პოლტავჩენკოსთან საერთო ბიზნესი აქვს.
უჩა მამაცაშვილს და ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს ასევე საერთო ბიზნესი აქვთ რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილ დეპუტატ ანნა კუვიჩკოსთან და ვოლგოგრადის ყოფილ მაღალჩინოსან როლანდ ხერიანოვთან“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, „პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი ინარჩუნებს გავლენას საქართველოს მმართველ პარტიასა და მთელ რიგ ინსტიტუციებზე, სადაც დღემდე მის კომპანიებში ან პირადად მასთან ნამუშევარი ადამიანები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს. დემოკრატიულ ინსტიტუციებზე ამგვარი გავლენა კი სახელმწიფოს მიტაცებად კვალიფიცირდება“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)