თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევით დოკუმენტს: რთველი და არჩევნები - რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვა.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წელს მთავრობამ რთველზე ჯამში 138 მილიონი ლარის სუბსიდია გასწია.
„რთველის სუბსიდირების პროცესში მთელი რიგი კორუფციული ტიპის პრობლემები იკვეთება, მათ შორის უპირატესობა ენიჭებათ მმართველი პარტიის შემწირველ და მაღალი თანამდებობის პირებთან კავშირში მყოფ კომპანიებს
სუბსიდიის ძირითადი თანხის მიმღები შპს „მოსავლის მართვის კომპანია” გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებს, რომლებსაც ძირითადად „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური კომპანიები იღებენ
სუბსიდირებისთვის რეგისტრირებული 83 კომპანიიდან 31 ეკუთვნის „ქართული ოცნების” მოქმედ ან ყოფილ წევრებს, ან დაკავშირებულია მათთან და მათ ოჯახებთან, ამ კომპანიებზე 30 მილიონ ლარზე მეტია გაცემული, რაც სუბსიდიების 22%-ს შეადგენს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)