en
ge

სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა

სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვა

სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განცხადებით მიმართავენ საქართველოს მთავრობას და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„ჩვენ, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რუსეთის აგრესიას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს ამ მძიმე ბრძოლაში. 

რუსეთის აგრესია, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო მშვიდობას, თავისუფლებასა და დემოკრატიული განვითარების ღირებულებებს უქმნის საფრთხეს, წარმოადგენს კონკრეტულად ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას. კერძოდ, ამ ომმა კიდევ უფრო გამოააშკარავა სამცხე-ჯავახეთის წინაშე მდგარი რისკები, რომლებიც განპირობებულია ჩვენი რეგიონის ეკონომიკური, ფინანსური და საინფორმაციო დამოკიდებულებით რუსეთზე: რეგიონიდან ბევრი ადამიანი წლებია ცხოვრობს რუსეთში და იქედან ფინანსური გადმორიცხვებით არჩენს ოჯახებს; ბევრიც რუსეთში სეზონურ სამუშაოზე მიდიოდა. ასევე, რუსეთის პროპაგანდისტული მედია საშუალებები რჩება ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვან წყაროდ რეგიონში. 

ზემოაღნიშნულ რისკებზე ჩვენ ადრეც არაერთხელ მივუთითებდით. ახლა კი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, საგრძნობლად შემცირდება რუსეთიდან გადმორიცხვები, ხოლო იქ წასული მოსახლეობის ნაწილი დაუბრუნდება თავის რეგიონს. მთლიანობაში, მოსალოდნელია, რომ სამცხე-ჯავახეთში უმუშევრობის დონე გაიზარდოს და სოციალური ფონი გაუარესდეს. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობას და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ აღნიშნული რისკები, აქციონ ისინი შესაძლებლობებად და გამოიყენონ ეს ფანჯარა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)