თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავენ გასაჯაროვდეს ევროკავშირის კითხვარზე მომზადებული პასუხები, ან წარმოადგინონ არგუმენტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რა საფუძველით ხდება ინფორმაციის გასაიდუმლოება.
„ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიაობა და მასში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)