თბილისი. 13-18 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამის ფარგლებში, თემის მოხალისეთა ჯგუფებს ცაგერში,
ლენტეხში, ონსა და ამბროლაურში ტრენინგები ჩაუტარდა. ტრენინგებს უტარებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მოხალისეთა ჯგუფებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ სახანძრო-სამაშველო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას. ჩაატარეს საევაკუაციო სავარჯიშოები ზემოხსენებული ქალაქების საჯარო სკოლებში. საევაკუაციო სავარჯიშოებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახანძრო-სამაშველო, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების თანამშრომლები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში