en
ge

ცვლილება

ცვლილება

2022 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ცვლილებები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებთან, საფასურის გადახდევინების წესებთან და მომსახურების ვადებთან დაკავშირებით. ცვლილებები პირდაპირ ეხება მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის რელევანტური მომსახურებების ღირებულებებს და აქამდე არსებული ფასების ზრდაში გამოიხატება. მათ შორის:

  • მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის საფასური, თუ მოცემული ხორციელდება 1 სამუშაო დღის ვადაში, განისაზღვრება 200 ლარით (ნაცვლად 100 ლარისა), იმავე მომსახურების დაჩქარებული წესით მიღების (იმავე სამუშაო დღეს) საფასური კი 400 ლარი (ნაცვლად 200 ლარისა) გახდა.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის რეგისტრაციის, ასევე რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაციის ღირებულება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 26 ლარით (ნაცვლად 20 ლარისა), ხოლო იმავე მომსახურების დაჩქარებული წესით მიღების საფასური 75 ლარით (ნაცვლად 50 ლარისა) განისაზღვრა.
  • მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში უსასყიდლოა, ხოლო იმავე მომსახურების დაჩქარებული წესით მიღების (იმავე სამუშაო დღეს) საფასური 75 ლარი გახდა (ნაცვლად 50 ლარისა). 
  • საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი ეღირება (ნაცვლად 15 ლარისა), ხოლო თუ მოთხოვნა განხორციელდა ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით მომსახურების საფასურია 13 ლარი (ნაცვლად 10 ლარისა). დაჩქარებული წესით კი ამ მომსახურების საფასური, შესაბამისად, 75 ან 52 ლარი იქნება (ნაცვლად 50 ან 40 ლარისა).

გაეცანით დეტალურად ცვლილებებს...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023