en
ge

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 17 მაისის ახალი ამბების მონიტორინგი გამოაქვეყნა

თბილისი. 21 მაისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  გამოაქვეყნა 17 მაისის ახალი ამბების მონიტორინგის შედეგები. ქარტია აკვირდებოდა შემდეგ ტელეკომპანიებს – საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2–ს, იმედს, მაესტროს, მეცხრე ახრს, კავკასიას და აჭარას.
ქარტიის  მონიტორინგში აღნიშნულია, რომ „ერთდღიანი დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და წამყვანები ტექსტები  იყო ნეიტრალური, ამასთან არხები დღის განმავლობაში გვთავაზობდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებს". თუმცა ქარტიამ რამდენიმე ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება – „მთავარი პრობლემა, რომელიც 17 მაისის მოვლენების გაშუქებისას, ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა, იყო ტერმინების არასწორი გამოყენება", რომელიც მათი ანგარიშის მიხედვით, დღის მეორე ნახევარში, ტელეკომპანიების ნაწილმა გამოასწორებს.
სრულად
წყარო: qartia.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)