ქვემო ქართლი. მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების კარიერისა და სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მოწვეულმა სოციალურმა მეწარმეებმა კი თავიანთი გამოცდილება გააზიარეს.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, რეგიონებიდან შეირჩევა სოციალური მეწარმეობის 5 ახალგაზრდა ელჩი, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე“.
პროგრამას ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)