სამცხე-ჯავახეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პერიოდულად იკვლევს „მბრუნავი კარის“ პრაქტიკას საქართველოში.
„მბრუნავი კარი” საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილებაა.
ორგანიზაციამ ასეთი ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოავლინა - „ფირან გოგიჩაშვილმა ბორჯომის საკრებულოს წევრობის პერიოდში თავისი კომპანია უსასყიდლოდ გადასცა ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძეს, საკრებულოს ვადის ამოწურვის შემდეგ კი, 2022 წელს, ისევ უკან დაიბრუნა. 2018-2021 წლებში, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიას და ვასილ მჭედლიძეს 53 სახელმწიფო შესყიდვით, 2,387,840 ლარი დაერიცხათ“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)