თბილისი. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 26 აპრილს, აიდა ბალაფკანი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და საქართველოში აკადემიური მიზნებით გეგმავდა ჩამოსვლას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში არ შემოუშვა.
„სამინისტროს ეს გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის სფეროში თვითნებური და სავარაუდოდ დისკრიმინაციული პრაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. მიღებული გადაწყვეტილება სხვა უფლებებთან ერთად, აკადემიური საქმიანობისთვის და ამ კუთხით გლობალური თანამშრომლობის პროცესს უშლის ხელს“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შსს-ს:
• ბათილად ცნოს 26 აპრილის გადაწყვეტილება და მკვლევარ ქალს საქართველოში შემოსვლის უფლება მისცეს;
• შეწყვიტოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციური გამოყენება და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვის თვითნებური პრაქტიკა.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)