en
ge

ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა

თბილისი. ორგანიზაცია „საფარის” საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

„ქალი ორგანიზაციას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა მიმდინარე წლის 8 აპრილს მოხდა. პოლიციის გამოძახების შემდეგ, კაცი ადგილზე დააკავეს და მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა. მეორე დღეს, კაცს ოჯახში ძალადობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, დაკითხვის დროს კი მან განაცხადა, რომ თავად არის მსხვერპლი. ეს ვერსია ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ ფიზიკური თავდასხმის დროს, თავის დაცვის მიზნით, ქალმა მას მხარზე უკბინა, რა დროსაც კაცმა დაზიანებები მიიღო.

სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს, 9 აპრილს, მეორე შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ამჯერად უკვე დაზარალებული ქალის მიმართ. ფაქტობრივად, არსებობდა ორი, ერთმანეთის პარალელური შემაკავებელი ორდერი, თუმცა “საფარის” იურისტმა, ნელი ქარელმა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა. როგორც ქარელი განმარტავს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ვინ იყო კონფლიქტისა ინიციატორი კონკრეტულ სიტუაციაში. იურისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავის დაცვა, არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: sapari.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)