თბილისი. კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრების უფლებებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაიცავს.
კომისიის წევრებს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის - პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-2023 წლის წარმოების - გამარჯვებულები უნდა გამოევლინა.
„2022 წლის 15 აპრილს საექსპერტო კომისიის წევრებმა მიიღეს შეტყობინება, რომ მათი დანიშვნის ბრძანებაში შევიდა ცვლილება და სრულად განახლდა კომისიის შემადგენლობა. დღემდე კომისიის წევრებს არ მიუღიათ დასაბუთება, ან რაიმე ტიპის განმარტება, მათი დათხოვნის მიზეზებისა და საფუძვლის შესახებ“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)