გურია. 8 აპრილს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში საინფორმაციო ტური გაიმართა.
„შეხვედრის განმავლობაში, ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებმა დამსწრეებს ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტები გააცნეს. ისაუბრეს თუ რა სერვისების მიღება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად. რატომ არის მნიშვნელოვანი საკითხები რომლებზეც ისინი მუშაობენ.
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი 1996 წელს დაფუძნდა და მისი მისიაა საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით“.
საინფორმაციო ტურის ჩატარება შესაძლებელი გახდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)