თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს მედია გარემოს შეფასების ანგარიშს.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიის თავისუფლების გამოწვევებს შორის არის ისეთი საკითხები, როგორებიცაა მედიაპოლარიზაცია, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარვეზები.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა. მმართველი პარტიისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ქვეყანაში ლიბერალური კანონმდებლობის არსებობაზე და სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებაზე მიუთითებენ.
ცალსახაა, რომ მედია დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, აღწეროს და გააანალიზოს მედიაში მიმდინარე მოვლენები“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)