თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, ქალის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გენდერული მოტივი არ გამოკვეთა.
ორგანიზაციის კახეთის ოფისი იცავს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სამართლებრივ ინტერესებს გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოძიების დაწყების ეტაპზევე გამოხატა პოზიცია ბრალის ფორმულირებასთან და ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რის თაობაზეც მიმართა საქმეზე როგორც გამომძიებელს, ასევე კახეთის საოლქო პროკურატურას.
ორგანიზაცია შეშფოთებულია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე გენდერული ნიშნის გამოკვეთის თაობაზე.
ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ კონკრეტულად ამ საქმეში და ასევე ზოგადად, ამგვარი კატეგორიის საქმეების გამოძიებისას გენდერულ ნიშანს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ასეთი ტიპის დანაშაულთა პრევენციას და საქმეების სრულყოფილ/ობიექტურ გამოძიებას.
წყარო: www.hrc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)