იმერეთი. თუ ცხოვრობთ ჭიათურაში, ან მის რომელიმე სოფელში - ითხვისში, შუქრუთში, პერევისაში, და თუ გაწუხებთ ის, რაც გარშემო წიაღის მოპოვების შედეგად ხდება, მობრძანდით სოფლის შეკრებაზე 21 მაისს, 14:00 საათზე, სოფელ ითხვისის დარბაზში.
შეხვედრა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
„ჩვენი მიზანია სოფლის მოსახლეობამ და მათმა მხარდამჭერმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ერთად ვიმსჯელოთ სოფელში არსებულ მდგომარეობაზე და ადგილობრივთა საჭიროებების გადაჭრის სამართლებრივ გზებზე“.
წყარო: სოციალური სამართლიანობის ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)